მამუკა მდინარაძე - ჩვენს ქვეყანაში გამოძიება იმ დონეზეა, რომ ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა კითხვას

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ჩვენს ქვეყანაში გამოძიება იმ დონეზეა, რომ ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა კითხვას“.

ასე პასუხობს მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის განცხადებას, რომელსაც პანკინსში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

"ზოგადად, პრევენციული ღონისძიებები არის ძალიან კარგი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. მთავარია, აქ არ დაირღვეს ადამიანის უფლებები, ბალანსი უსაფრთხოების და ადამიანის ინტერესებს შორის. ამ შემთხვევაში, თუკი რამე კითხვები არსებობს, ამაზე გამოძიება ყოველთვის სცემს პასუხს და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში გამოძიება იმ დონეზეა, რომ ამომწურავი პასუხი გაეცემა ყველა კითხვას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა