საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი სეულის მერს შეხვდა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ქალაქ სეულის მერთან პარკ ვონ-სუნსთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კორეის რესპუბლიკა - საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ მიმდინარე წელს ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული კულტურული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საუბარი ასევე შეეხო სახალხო დიპლომატიის ფარგლებში საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტს, რომლის ფარგლებშიც კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები, სეულის უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის სტუდენტის ანა გულისაშვილის ნამუშევარი, რომელზეც ასახულია ქ. სეულისა და ქ. თბილისის ძველი უბნები, სამახსოვროდ გადაეცა სეულის მერიას.

არკ ვონ-სუნმა ქ. სეულის მერიის სახელით მადლიერება გამოხატა საელჩოს ინიციატივასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ხსენებული ნამუშევარი სამუდამოდ განთავსდება მერიის შენობაში. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა დედაქალაქებს შორის დაძმობილებისა და მაღალი დონის დელეგაციების ვიზიტების გაცვლის საკითხები.

შეხვედრა საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა