ჩაფიძის კლინიკის ექიმებმა ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა დადეს

ჩაფიძის კლინიკის ექიმებმა ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დასკვნა დადეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, ექიმების კონსილიუმის შედეგად გაკეთებული დასკვნა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის იდენტურია. კერძოდ, ადვოკატის ინფორმაციით, დასკვნაში ნათქვამია, რომ „გულთან დაკავშირებული პრობლემები ნერვულმა ფონმა გამოიწვია, რაც ოთარ აბესაძემ გუშინდელ სასამართლო პროცესზე გადაიტანა“.

"დღეს იყო კონსილიუმი. პრაქტიკულად იგივე დასკვნა დადეს ჩაფიძის კლინიკის ექიმებმა, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ. ეს მოდის თავიდანო. გულის პრობლემები და ინფარქტი გამოირიცხა. გუშინ რა ცვლილებებიც იყო, დაკავშირებულია ნერვულ ფონთან", - აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, კლინიკაში ოთარ აბესაძეს ბოლო კვლევა უტარდება, რის შემდეგაც გადაწყდება, გაეწერება თუ არა ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა