საახალწლო ბაზრობაზე მსჯავრდებულთა ნამუშევრების გაყიდვა გრძელდება

მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული საახალწლო აქსესუარების გაყიდვა საახალწლო ბაზრობაზე გრძელდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მოსახლეობის დაინტერესება მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების მიმართ საკმაოდ მაღალია, რასაც გაყიდული ნივთების რაოდენობაც ადასტურებს.

მსჯავრდებულებმა საახალწლო აქსესუარები: თექის ბურთები, ძაღლები და ჩანთები, სხვადასხვა სახის სუვენირები, სპეციალურად ბაზრობისთვის დაამზადეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის თქმით, სამინისტროსთვის მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია პრიორიტეტულია და მათი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა სწორედ ამ მიზნით ხორციელდება.

,,დედა ენის ბაღში მოწყობილ საახალწლო ბაზრობაზე წარმოდგენილია, მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნამუშევრები. ნივთების რეალიზაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს, ხოლო ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

საახალწლო ბაზრობა დედა ენის ბაღში 24 დეკემბრს გაიხსნა და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა