მარიამ ჯაში უმრავლესობის წევრებს შორის კამათზე - როცა რამდენიმე მამაკაცი იკრიბება მწვავე საკითხის გარშემო, ხმის ტონალობაც არის მაღალი

როცა რამდენიმე მამაკაცი იკრიბება მწვავე საკითხის გარშემო, ბუნებრივია, ხმის ტონალობაც არის მაღალი, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას, თუ ვის შორის იყო კამათი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახში.

რაც შეეხება იმას, რომ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა ვერ დაიწყო, ამის მიზეზად ჯაშმა კვორუმის უქონლობა დაასახელა.

"კვორუმი არ იყო და ვერ იწყებოდა სხდომა, თუმცა ახლა არის და სხდომა გაიმართება. ნარკოპოლიტიკა არის სენსიტიური თემა და მასზე არის აზრთა სხვადასხვაობა. ეს არაერთხელ დაფიქსირებულა ჩვენს დეპუტატებს შორის. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, როგორც აკადემიურ წრეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმენთ ცვლილებების სამუშაო ვერსიას და დაისმება კითხვები. მთავარია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიალოგი გრძელდება. სხვადასხვა პოზიციები მოისმინეთ უკვე არაერთხელ და როცა რამდენიმე მამაკაცი პარლამენტარი იკრიბება მწვავე საკითხის გარშემო, ბუნებრივია, ხმის ტონალობაც არის მაღალი", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის სათათბირო ოთახში ხმაური იყო. ოთახში კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, დეპუტატები მარიამ ჯაში, ლევან კობერიძე და მამუკა მდინარაძე იმყოფებოდნენ, როცა იქიდან ხმაურის ხმა გამოდიოდა. დეპუტატები, სავარაუდოდ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კამათობდნენ, ვინაიდან არსებული ინფორმაციით, ამ თემაზე უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატს წინააღმდეგობრივი პოზიცია აქვს.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კომიტეტის წევრებმა შეკრება მხოლოდ ახლახანს შეძლეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა