ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩენსკების ქუჩაზე მშენებარე ობიექტიდან 35-წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული კონტაქტური იყო. მას თავის არეში დაზიანება აღენიშნება. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო და სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა