ქუთაისის საკრებულოში "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი ფრაქცია შექმნა

ქუთაისის საკრებულოში დღეს კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა. ახალი ფრაქცია, "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილმა სამმა დეპუტატმა შექმნა,რომელსაც "ქართული ოცნება - მწვანეები" ეწოდა.

ფრაქციის შემადგენლობაში არიან იმედა საღინაძე, მაია სიმონიძე და ამირან კოპალეიშვილი. ფრაქციას იმედა საღინაძე უხელმძღვანელებს, რომელსაც შესაბამისი თანამდებობრივი სარგო დაენიშნება.

ოპოზიცია ახალი ფრაქციების შექმნას დამატებითი თანამდებობების შექმნის სურვილს უკავშირებს, რაც ბიუჯეტიდან დამატებით თანხების ხარჯვას გამოიწვევს.

უმრავლესობის შემადგენლობაშია ასევე ფრაქცია "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება -კონსერვატორები" და "ქართული ოცნება- მრეწველები", რომლებიც წინა სხდომებზე შეიქმნა. საკრებულოში არის კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა