გიორგი დოხტურიშვილმა სამგორის რაიონის მოსახლეობას ბიუჯეტით გათვალისწინებული პრიორიტეტები გააცნო

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, რაიონის გამგეობაში, მოსახლეობას შეხვდა და მათ სამგორის 2018 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები გააცნო.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრის განცხადებით, რაიონის მომავალი წლის ბიუჯეტი 19 მილიონი ლარით განისაზღვრა და სხვადასხვა პრიორიტეტებზე გადანაწილდა, რომელთაგან წამყვანი ადგილი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებს უკავია.

გიორგი დოხტურიშვილის თქმით, მომავალ წელს, სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისივე ინფორმაციით, რაიონში ავარიული გზების მოვლა-შეკეთება, წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია, სანიაღვრე ქსელის მოწყობა, სკვერებისა და სპორტული მოედნების აღდგენა-რეკონსტრუქცია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ხელშეწყობა იგეგმება.

დეპუტატის თქმით, თბილისის მთავარ საფინანსო დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი სოციალური სფეროს მიმართულებით განსახორციელებელ სხვადასხვა პროგრამებს უკავია.

მოსახლეობასთან შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე და რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე ესწრებოდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა