საფრანგეთში, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს ორ მოქალაქეს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ერთი პირი დაიჭრა

საფრანგეთში, ლანჟეაკის კომუნაში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში საქართველოს ორ მოქალაქეს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ერთი პირი დაიჭრა.

შემთხვევა 22:45 საათზე მოხდა. სამმა პირმა დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულის შესახებ ექიმებმა პოლიციას შეატყობინეს.

33 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მას ჭრილობა ფილტვში აქვს მიყენებული.

პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში თავდამსხმელს ეძებდა, რომელიც დილით ქალაქ ბრიუდის რკინიგზის სადგურზე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა