ვლადიმერ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გუშინ სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ტერაქტი უწოდა.

„თქვენ იცით, რომ გუშინ პეტერბურგში ტერორისტული აქტი მოხდა“, - განაცხადა პუტინმა სირიაში სამხედრო ოპერაციის წევრ ოფიცრებთან შეხვედრაზე.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მან უშიშროების ფედერალურის სამსახურის დირექტორ ალექსანდრე ბორტნიკოვს უთხრა, რომ ეჭვმიტანილთა დაკავებისას სამართალდამცველები კანონის ფარგლებში უნდა მოქმედებდნენ.

„მაგრამ თუ ჩვენი თანამშრომლების, ოფიცრების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრება, საჭიროა გაბედული მოქმედება და ბოროტმოქმედების ადგილზე ლიკვიდირება, ტყვედ აყვანის გარეშე“, - აღნიშნა პუტინმა.

სანკტ-პეტერბურგში, კონდრატიევის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 10-მდე ადამიანი დაშავდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა