რექს ტილერსონი - აშშ-ს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულში საქართველოში და უკრაინაში შეიჭრა

აშშ-ს დღეს ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რომელიც ბოლო ათწლეულში საქართველოში და უკრაინაში შეიჭრა და დასავლური ქვეყნების სუვერენიტეტს არჩევნებში ჩარევით ძირი გამოუთხარა.

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის სტატიაში, რომელიც გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნდა.

რექს ტილერსონის თქმით, „რუსეთთან მიმართებაში აშშ-ს ილუზიები არ აქვს იმის თაობაზე თუ რა რეჟიმთან აქვს საქმე“.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე შეეხო უკრაინაში არსებულ სამხედრო კონფლიქტს.

მისი თქმით, უკრაინის საკითხებზე სპეციალურ წარმომადგენლად კურტ ვოლკერის დანიშვნა ასახავს აშშ-ს მისწრაფებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში ფხიზლად ვართ, საჭიროა რუსეთთან მუშაობა იქ, სადაც საერთო ინტერესებია. ეს ყველაზე აშკარა სირიაშია“, - ნათქვამია რექს ტილერსონის სტატიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა