დიმიტრი ქუმსიშვილი წიაღის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შექმნილ სსიპ ”წიაღის ეროვნული სააგენტოს” ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან, როგორც დარგის, ისე აღნიშნული უწყების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ბუნებრივი რესურსების სწორ განვითარებაზე, რომელმაც სამომავლოდ ხელი უნდა შეუწყოს არსებულ სანედლეულო ბაზაზე დაყრდნობით დამატებული ღირებულის შექმნასა და ახალი ინდუსტრიების განვითარებას.

”შეხვედრაზე განხილული იყო დარგის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე სიახლეები და გამოწვევები, რომლებიც არსებობს. აღინიშნა, რომ რეფორმები, რომლებიც წიაღის მართვის სფეროში მიმდინარეობს, გაგრძელდება და გახდება უფრო ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე”, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

პირველი ვიცე-პრემიერი ასევე გაეცნო საქართველოს სხვადასხვა წიაღისეულის ნიმუშებს, რომლებიც სააგენტოს სადემონსტრაციო დარბაზში იყო განთავსებული.

ცნობისთვის, წიაღის ეროვნული სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად შეიქმნა. მასში გაერთიანდა ყოფილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა