თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი ძვირდება

თბილისში მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი ძვირდება. გამრიცხველიანებული აბონტებისთვის 1 მ3-ზე დაახლოებით, 6 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებლისთვის 1 სულზე დაახლოებით, 75 თეთრით იზრდება. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო სექტორს, ამ შემთხვევაში წყლის ტარიფი მცირედით იკლებს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის თანახმად, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის წყლის ტარიფი იქნება 1მ3 - 0.329 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე 3.89 ლარი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 4.40 ლარი.

აღნიშნულ პროექტს სემეკის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე წუთში უყრიან კენჭს.

დღეს დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შევა და 2020 წლის ბოლომდე იქნება.

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დღეს მოქმედი ტარიფები ასე გამოიყურება, მრიცხველის მქონე მოსახლეობისთვის 1მ3 - 0.266 ლარი, უმრიცხველო მოხმარებისას (ფიქსირებული) 1 სულზე - 3.147 ლარი. არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის (ორგანიზაციები და კომერციული სექტორი) 1მ3 - 4.418 ლარი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა