საკონსტიტუციო სასამართლომ "ტელენეტის" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სააქციო საზოგადოება "ტელენეტის" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსარჩელის თქმით, საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება ჰქონდა, ქონების ღირებულება საბაზრო ღირებულებით დაეთვალა.

მოსარჩელე ამბობს, რომ საგადასახადო ორგანო თავად განსაზღვრავდა, თუ რა მეთოდით უნდა დათვლილიყო ქონების ღირებულება.

მოსარჩელე თვლის, რომ ეს დისკრიმინაციულია. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებისთვის კონკრეტული კრიტერიუმები არ იყო ზუსტად დაკონკრეტებული.

"მოსარჩელე ითხოვდა, საგადასახადო ორგანოს დასახელებული უფლებამოსილება არაკონსტიტუციურად ყოფილიყო ცნობილი. კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობასთან და თავისუფალ მეწარმეობასთან დაკმაყოფილდა მხოლოდ დისკრიმინაციის ნაწილში და სასამართლომ თქვა, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების კრიტერიუმებს, რაც იძლევა მისი თვითმიზნურად გამოყენების შესაძლებლობას",- განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველმა სალომე ჯოხაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ დღესვე კიდევ ერთ სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა, კერძოდ "ჯორჯიან მანგანეცის" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ "ჯორჯიან მანგანეზის" სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსარჩელე ითხოვდა გამოყენებული ელექტროენერგიის გადასახადი პროპორციულად არ გადაეხადა . მეორე კოლეგია მიიჩნევს , რომ გარანტირებული სიმძლავრე ეს არის თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრე, რომელიც ელექტროენერგიის დეფიციტის შესავსებად გამოიყენება. შესაბამისად, ეს არის გარანტია, რათა მისი ხარჯები იქნას ანაზღაურებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა