ირაკლი ბერაია - სუს-მა ეფექტიანად იმუშავა და წარმატებით გაართვა თავი კანონით და მისი მანდატით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეფექტიანად იმუშავა და წარმატებით გაართვა თავი კანონით და მისი მანდატით განსაზღვრული ფუნქციის შესრულებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ ტერორისტული აქტები დაგეგმვის ეტაპზევე იქნა აღკვეთილი, რასაც ხშირად ჩვენზე უფრო ძლიერი ქვეყნებიც ვერ ახერხებენ.

”სპეცოპერაციის შემდეგ ჩატარებული გამოძიებით პრაქტიკულად დადგენილია, რომ სალოსის ქუჩაზე განეიტრალებული ტერორისტული დაჯგუფება და მათი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში, დიპლომატიურ მისიებზე. სწორედ უსაფრთხოების სამსახურის მაღალი პროფესიული სტანდარტით მუშაობამ განაპირობა აღნიშნულის პრევენცია. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უსაფრთხოების სამსახურის მიზანი ჩვენი ქვეყნის, მისი მოქალაქეების და ინტერესების ტერორისტული საწმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვაა. პრევენცია კი, ამ მიმართულებით ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული კომპონენტია”, - განაცხადა ბერაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა