მწერალ დათო ტურაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა

კულტურის სამინისტროში, სადაც ამ წუთებში მინისტრი მიხეილ გიორგაძე მწერლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს ხვდება, მწერალი დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ინფორმაციით, მწერალი სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოულოდნელად ცუდად გახდა და სიტყვის თქმა ვერ შეძლო. მას მედიკოსებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ამ ეტაპზე დათო ტურაშვილი თავს უკეთ გრძნობს და შეხვედრაში მონაწილეობას განაგრძობს.

კულტურის სამინისტროში შეხვედრა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საკითხზე იმართება. სავარაუდოდ, საუბრის ერთ-ერთი თემა პოეტ ზვიად რატიანის საქმეც არის. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც შეუერთდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს