ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ერთი წლის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე გამართულ პრესკონფერენციაზე ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მონაცემები წინასწარია და მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

დე ბლაზიოს განცხადებით, ოთხი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის დენიელ ნაიგროს თქმით, ყველაზე უმცროსი გარდაცვლილი ერთი წლის, ხოლო ყველაზე უფროსი - 50-ზე მეტი წლის იყო.

ნიუ-იორკის ბრონქსის რაიონში, ხუთსართულიან, 25-ბინიან სახლში ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. 150-ზე მეტი მეხანძრე შემთხვევის ადგილზე 3 წუთში გამოცხადდა.

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ ხანძარს ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი უწოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა