„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის სხდომაზე მაუწყებლის 2018 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. როგორც განხილვის დაწყებამდე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეყოლება თუ არა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ევროპის ბიურო, აღნიშნულ საკითხზე წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან განსასაზღვრია მაუწყებლის პოლიტიკა.

„ამჟამად ბიუჯეტზე მიდის მსჯელობა. ბიუჯეტი გარკვეული პოლიტიკის გატარებას ემსახურება. ამ შემთხვევაში, ბრიუსელის იქნება, ვაშინგტონის თუ სხვა ბიურო, ეხება იმას, თუ რა პოლიტიკა უნდა გატარდეს საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქების დროს. საკითხების გაშუქებას თავისი სახსრები სჭირდება, რომელიც ბიუჯეტის დროს მტკიცდება. როდესაც ბიუჯეტს მივიღებთ, გამოჩნდება ამოცანა, რა სისტემით გადავწყვეტთ იქნება ეს ბიუროები თუ მივლინებები“, - განაცხადა გრიგოლ გოგელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა