ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის მესამე კვარტლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნა

ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის მესამე კვარტლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, 2017 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 120.4 მლნ აშშ დოლარი (291.4 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 2.9 პროცენტი) შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2017 წლის მესამე კვარტალში წლიურად 1.4 პროცენტით შემცირდა და 984.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. მესამე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 19.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 7.7 პროცენტით გაიზარდა.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2017 წლის მესამე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 24.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 19.5 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 32.3 პროცენტით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 9.6 პროცენტით გაიზარდა და 2017 წლის მესამე კვარტალში 314.5 მლნ აშშ დოლარი (761.3 მლნ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, სამთავრობო სექტორის ტრანსფერები შემცირდა.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამე კვარტალში 525.6 მლნ აშშ დოლარი (1.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 12.8 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორებში განხორციელდა.

„საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქციის" შესაბამისად“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა