გედევან ფოფხაძე მზადაა, სპეცოპერაციის დროს დაჭრილის ოჯახის წევრების მიმართვის შემთხვევაში, მათ შეხვდეს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე მზაობას გამოთქვამს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილის ოჯახის წევრებს, მათი მიმართვის შემთხვევაში, შეხვდეს. როგორც ჟურნალისტებს ფოფხაძემ განუცხადა, თუკი ოჯახს შეხვედრის სურვილი ექნება, მათთან შეხვედრის პრობლემა არ იქნება.

"თუ რაღაც ეტაპზე საჭირო იქნება საგამოძიებო ორგანოებთანაც დახურულ ფორმატში შეხვედრა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ამის გამოცდილება აქვს. ყველა მსგავს მოვლენას თან საგამოძიებო პროცედურები ახლავს. მესმის, რომ რაც მოხდა, ოჯახისთვის პირადი ტრაგედიაა და მათ პირადად შეეხოთ. ამ შემთხვევაში ოჯახის უფლებებიც უნდა გავითვალისწინოთ და სახელმწიფოს უსაფრთხოებაც. ადამიანის უფლებების კომიტეტს გამოცდილება აქვს და შეუძლია, დახურულ ფორმატში შეისწავლოს და კითხვებზე ვიმსჯელოთ, რომელიც შეიძლება სპეცოპერაციის თაობაზე გაჩნდეს. ასეთი ფაქტების მიმართ კომიტეტი გულგრილი არასოდეს ყოფილა და ასეთი კითხვების იგნორს არ ვაპირებთ. სახელმწიფო ტერორიზმს უნდა ებრძოლოს და ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ორ საჯარო ინტერესს შორის ბალანსი დაცული უნდა იყოს", - განაცხადა ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა