დიმიტრი ხუნდაძე ხანდაზმულებს შეხვდა და დაბერების პოლიტიკაზე ესაუბრა

პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ ადგილობრივ, ყველაზე ხანდაზმულებსა და მარტოხელა,სოციალურად დაუცველ მოხუცებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, ერთ-ერთი ხანდაზმული, ვისაც ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, ქალაქ მცხეთაში მცხოვრები თამარ ყირმიზოვია, რომელიც 2018 წელს 100 წლის ხდება.

მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ხანდაზმულებს 2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი - დაბერების პოლიტიკის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული დოკუმენტი დოკუმენტი უშუალოდ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით შეიქმნა და ხანდაზმული პირებისთვის სერიოზულ შეღავათებს და ინიციატივებს გულისხმობს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს არის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგება, თაობათაშორისი ურთიერთობების დარეგულირება, პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავება და საზოგადოებაში მათი სრული ინტერგაცია. დიმიტრი ხუნდაძე მოხუცებს დაპირდა, რომ ამ ინიციატივების განხორციელების შემდეგ ისინი სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებას მიიღებენ.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა აღნიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთი გამოირჩევა ხანდაზმული პირების სიჭარბით, განსაკუთრებით, მთიან დასახლებებში. მისი თხოვნით, ყველა მუნიციპალიტეტმა სოციალურ ბიუჯეტში ყურადღება გაამახვილა სწორედ ხანდაზმულებზე, განსაკუთრებით, მარტოხელა და სოციალურად დაუცველ მოხუცებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა