აზერბაიჯანული მედია - მილი-მეჯლისის დეპუტატებმა გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის თაობაზე უკმაყოფილება გამოხატეს

აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის თაობაზე უკმაყოფილება გამოხატეს, - ამის შესახებ ინფორმაციას trend.az ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა რასიმ მუსაბეკოვმა უკმაყოფილება გამოხატა საქართველოსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კორიდორის შექმნის იდეასთან დაკავშირებით.

ამასთან, მილი-მეჯლისის სპიკერმა აღნიშნა, რომ ყველაზე რთულ პერიოდში აზერბაიჯანი საქართველოს მხარში ედგა და ფიქრობს, რომ ალბათ, ვიღაცას ამ კავშირის დარღვევა სურს.

სააგენტოს ცნობით, ბაქოს პროტესტი გიორგი კვირიკაშვილის გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ფორსმაჟორულ ვითარებაში სომხეთიდან რუსეთისკენ მიმავალმა ტვირთებმა შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაიარონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა