გომარდულში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

კურორტ გომარდულში ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი მზადაა ვიზიტორებს ისევ უმასპინძლოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ოფიციალური ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ გახსნა. მისი თქმით, კურორტ გომარდულის გახსნა არის სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის სწორი და პრაგმატული კომუნიკაციის შედეგი. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, კურორტი გომარდული განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და იგი სულ მალე ოთხივე სეზონის პოპულარული ტურისტული დანიშნულება გახდება.

„მინდა პირველ რიგში დამდეგი ახალი წელი მივულოცო აჭარის მთის კურორტიდან სრულიად საქართველოს. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რადგან აჭარა უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს როგორც ზამთრის კურორტებით გამორჩეული ადგილი. დღეს უკვე კურორტ „გომარდულიდან“ ვულოცავ ჩემს ხალხს კიდევ ერთ წარმატებას და ვუსურვებ პოზიტიური სიახლეებით სავსე 2018 წელს“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას და აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მედიის წარმომადგენლებს დამდეგი ახალი წელი და ქართული ტელევიზიის ეთერში გასვლის დღე მიულოცა.

კურორტ გომარდულში ამ ეტაპზე 5 კოტეჯი და ერთი კვების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ერჯერადად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქვეა 80 ადამიანზე გათვლილი 10 საოჯახო-სასტუმრო სახლიც. სეზონისთვის, კურორტზე არსებულ კოტეჯებში სრულად შეიცვალა წყლისა და გათბობის სისტემები. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტამდე მისასვლელ გზას.

სეზონის გახსნის ღონისძიებას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საახალწლო დეკორაციებით მორთულ კურორტზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და სასმელები, ესრიალათ თხილამურებზე, მოესმინათ ადგილობრივი ფოლკლორი და ბათუმელი ბენდების „ Asea Sul”, Groovephonics ცოცხალი შესრულება.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის მთელი დღის განმავლობაში ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი) გომარდულის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი მოძრაობდა. კურორტ გომარდულში სეზონის გახსნის ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა