ლარნაკა-ქუთაისის გადადებული რეისი შესრულდა. რეისი ექვსი საათის დაგვიანებით შესრულდა. კვიპროსის მიმართულებით რეისი ჯერ კიდევ 12:45 საათზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა გადაიდო.ამის მიზეზი „ქუთაისი-კავალას“ რეისის შეფერხება გახდა. როგორც აეროპორტში მყოფი მგზავრები აცხადებდნენ, კავალადან თვითმფრინავი ქუთაისამდე ვერ ჩამოფრინდა და ის ქალაქ სოფიაში დასვეს. აღნიშნული ხომალდით ქუთაისიდან გასამგზავრებელი მგზავრები ამ დრომდე აეროპორტში იყვნენ.