ხარკოვში, ფოსტის შენობაში მყოფი ბოროტმოქმედი დააკავეს, ყველა მძევალი გათავისუფლებულია

ხარკოვში, ფოსტის შენობაში მყოფი ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევალი კი გათავისუფლებულია, - ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. მათივე ინფორმაციით, სპეცრაზმმა შენობაზე შტურმი გუშინ მიიტანა, რის შედეგადაც ბოროტმოქმედი გაუვნებელყოფილია.

უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელის სერგეი კნიაზევის ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების ოპერაციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა და დაშავებული არავინ არ არის.

ბოროტმოქმედმა ხარკოვში, ფოსტის შენობაში 11 მძევალი გუშინ საღამოს აიყვანა. მასთან მოლაპარაკებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა