ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიების ნაწილი გაცვალა

ნიდერლანდებმა და ბელგიამ ტერიტორიების ნაწილი გაცვალა. 2018 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება, რომელმაც ნიდერლანდებსა და ბელგიას შორის საზღვარი შეცვალა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ტერიტორიის გაცვლა გახდა უნიკალური შემთხვევა ომისშემდგომ ევროპაში, როდესაც ორი ქვეყანა მშვიდობიანად შეთანხმდა საზღვრის ცვლილებაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ნიდერლანდებმა ბელგიისგან უფრო დიდი ტერიტორია მიიღო. ბელგიამ 3 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული, ნიდერლანდებმა კი 16 ჰექტარი ფართობის ნახევარკუნძული მიიღო.

საზღვრის კორექტირების მიზეზი ნიდერლანდების ქალაქ ეისდენსა და ბელგიურ მუნიციპალიტეტ ვეზეს შორის, მდინარე მაასის კალაპოტის ცვლილება გახდა.

1960-80-იან წლებში მდინარე მაასზე ინჟინრული სამუშაოების შედეგად ყოფილი ბელგიური კუნძული ნიდერლანდებთან დაკავშირებულ ნახევარკუნძულად იქცა, ხოლო ნიდერლანდური კუნძული ფიზიკურად ბელგიას შეუერთდა. ვინაიდან ორივე ქვეყანა ევროკავშირის და შენგენის ზონაში შედის, რიგითი მცხოვრებლებისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ძალიან ურთულებდა საქმეს სამართალდამცავ სტრუქტურებს. შარშან ყოფილ ბელგიურ ნახევარკუნძულზე პოლიციამ გვამი აღმოაჩინა, ხოლო ბელგიის პოლიცია ტერიტორიაზე ნიდერლანდების ნებართვის გარეშე ვერ შედიოდა. ამის შემდეგ ქვეყნებმა ტერიტორიების გაცვლა გადაწყვიტეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა