თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობაში ამერიკიდან ჩამოსული ექიმი ჩაერთვება

დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან მოწვეული ექიმი უკვე საქართველოშია.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმი საქართველოში ამერიკიდან ჩამოფრინდა და მის შვილს, სავარაუდოდ, დღეს ნახავს.

"ისევ კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ იქნებ როგორმე გადარჩეს, ღმერთის ნებაა. ველოდებით ექიმს ღამის 02:00 საათიდან. როგორც ვიცი, ექიმი იმყოფებოდა ამერიკაში, საიდანაც მოსკოვში ჩაფრინდა და შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა. ალბათ, მოწესრიგდება და მოვა კლინიკაში", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა