ჯარიმების დროულად გადახდისთვის ფასდაკლებით 8 626-მა მძღოლმა ისარგებლა

2017 წლის 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, ე.წ. ჭკვიანი კამერების მიერ გამოვლენილი დარღვევების დროულად გადახდის გამო მძღოლებმა ფასდაკლებით 8 626 შემთხვევაში ისარგებლეს. Allnews-ის მიერ შსს-გან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ე.წ ჭკვიანი კამერების მიერ საქართველოს მასშტაბით სულ 31 377 დარღვევა გამოვლინდა და შესაბამისი რაოდენობის საჯარიმო ქვითრები გამოიწერა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით 3 000-მდე ე.წ ჭკვიანი კამერა დამონტაჟდა. აღნიშნული რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით მისდის ცნობები.

ასევე, კანონის თანახმად, თუ პირი დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20% შეუმცირდება.

იხილეთ სტატია სრულად

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა