ხატია დეკანოიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ობიექტური იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ხატია დეკანოიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ „მოსამართლე არევაძე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე ობიექტური იქნება“.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ყველამ ნახა, თუ როგორ მოექცნენ სააკაშვილის ადვოკატს მოსამართლე და პროკურორი, როდესაც ის საქმის მასალების გასაცნობად გონივრულ ვადას ითხოვდა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობას უცხადებს, ვინაიდან მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

"მოსამართლე არევაძე და პროკურორი ნადარეიშვილი სახაზინო ადვოკატს, რომელიც ითხოვდა ვადას, რათა გაცნობოდა რამდენიმეტომიან საქმეს, მოექცნენ საშინლად არაობიექტურად, როდესაც მას უწოდეს ოროსანი მოსწავლე და არ მისცეს გონივრული ვადა. საკუთარი ადვოკატების აცილება მიხეილ სააკაშვილმა იმიტომ მოითხოვა, რომ ის არ ენდობა იმ მართლმსაჯულებას, იმ სასამართლოს, რომელიც მას პოლიტიკური ნიშნით ასამართლებს. შესაბამისად, არ მაქვს დიდი მოლოდინი მოსამართლე არევაძის და პროკურორ ნადარეიშვილის მხრიდან ობიექტურობის", - აღნიშნა დეკანოიძემ.

მისივე შეფასებით, გირგვლიანის საქმის პროკურორი ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, ვინაიდან საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება.

"ყველაფერი დაფუძნებულია ირიბ მტკიცებულებებზე, მათ შორის ბურჯანაძის და ოქრუაშვილის ჩვენებებზე. ყველაფერი დაფუძნებულია ჭორებზე. პოლიტიკური მართლმსაჯულებაა", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება. კერძოდ, პროკურატურა მას მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალების ნაწილში ედავება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა