თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას გეგმავს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას აპირებს. როგორც ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკოლეიშვილთან დღეს გაფორმდება ხელშეკრულება და სავარაუდოდ, ხვალ ის მაჩალიკაშვილის სახლში იმუშავებს.

მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ოთახში, სადაც მაჩალიკაშვილი დაჭრეს, დღეს მიდიან პროკურატურის წარმომადგებლები ექსპერტიზის ჩასატარებლად.

“დღეს დაიდება ხელშეკრულება და ჩვენ დავიწყებთ მტკიცებულებების მოპოვებას. ჩვენ დავუკავშირდით მაია ნოკოლეიშვილს და გვსურს, რომ ის ჩაერთოს პროცესში და დადოს დასკვნა.

მაჩალიკაშვილის სახლში მოხდება პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის ჩატარება. ჩვენი მხრიდან ექსპერტიზა კი სავარაუდოდ, ხვალიდან ჩატარდება. ტერიტორია არის ხელუხლებელი, ოთახი ნარჩუნდება ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც იყო”, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა