თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ადვოკატი ექიმებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს

თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ექიმებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

როგორც მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მეორედ მოწვეულმა კონსილიუმმა მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე განმარტებით, კონსილიუმის დროს განხილული იქნა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება საზღვარგარეთ დასაშვებია. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირება რისკებთანაა დაკავშირებული, თუმცა თუკი საზღვარგარეთ გადაიყვანენ სამკურნალოდ, ეს აუცილებლად ევროპის რომელიმე ქვეყანაში უნდა მოხდეს.

„კონსილიუმს დაესწრნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, აგრეთვე რამდენიმე ექიმი. განვიხილეთ პაციენტის ისტორია დეტალურად, შესაბამისად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დასაშვებია ტრანსპორტირება. რა თქმა უნდა, ეს მოქმედება რისკის შემცველია, თუმცა მაინც არსებობს ვერსია და გადაწყვეტილება უშვებს შესაძლებობას, რომ პაციენტი გადაყვანილი იქნას საზღვარზე არა ავტოტრანსპორტით, არამედ ფრენით. ამ შემთხვევაში გაურკვეველია რომელ კლინიკაში იქნება ეს. ამაში მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტრო და პასუხისმგებლობას იღებს, რომ კომუნიკაციებს უფრო ახლოს, უშუალოდ თვითონ აწარმოებს. ჩვენი მოთხოვნა იქნა დაფიქსირებული, რომ ეს უნდა იყოს ევროპის მიმართულებით. მივიღებთ პასუხს, აიღებს თუ არა შესაბამისი კლინიკა პასუხისმგებლობას ტრანსპორტირებაზე და არა ტრანსპორტირების შემდგომ“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ არ დაადასტურა მთავარ ანგელოზ მიქაელის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა. მისივე განმარტებით, მეორედ მოწვეულ კონსილიუმს ტრანსპორტირების თაობაზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა