დონალდ ტრამპი - სტივ ბენონმა არა მარტო სამსახური, არამედ ჭკუაც დაკარგა

სტივ ბენონს არაფერი აქვს საერთო ჩემს პრეზიდენტობასთან, როდესაც ის გააგდეს, მან არა მარტო სამსახური, არამედ ჭკუაც დაკარგა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ყოფილი მთავარი სტრატეგის სტივ ბენონის შესახებ განაცხადა.

ამ განცხადებით ტრამპი სტივ ბენონს გამოეხმაურა, რომელმაც 2016 წელს ”ტრამპ თაუერში” რუსებთან შეხვედრა მოიხსენია, როგორც „მოღალატეობრივი“ და „არაპატრიოტული“ საქციელი. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა დონალდ ტრამპის ვაჟის მიერ იყო ორგანიზებული.

სტივ ბენონი დონალდ ტრამპს 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ეხმარებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა