”ლიბერთი ბანკი” 2017 წლის შემაჯამებელ სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშს აქვეყნებს

”ლიბერთი ბანკი” 2017 წლის შემაჯამებელ სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშს აქვეყნებს. ”გასულ წელს ”ლიბერთი ბანკის” დახმარებით: 50-ზე მეტ მიუსაფარ ბავშვთა სახლს ჰქონდა უწყვეტი ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, რომლის საფასურის სრული ანაზღაურება ბანკმა უზრუნველყო მთელი წლის განმავლობაში; ”ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს Educare Georgia-სთან და Khan Academy-ს ფარგლებში ჩვენ ონლაინ განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩავერთეთ.

ჩვენ შევძელით 700-ზე მეტი დაუცველი ოჯახის, სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა;

2014 წლიდან დღემდე მოქმედებს ‘სოლიდარობის ფონდის’ მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ბანკმა ფონდის ანგარიშზე ჯამში 600 000 ლარზე მეტი გადარიცხა, რითაც ჩვენ დავეხმარეთ 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს”, - ნათქვამია ბანკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2017 წლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის (CSR) ანგარიში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა