ეკონომიკის სამინისტრო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად შესაბამის ცენტრში ვიზიტის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა ვებ-გვერდზე დარეგისტრირებით არის შესაძლებელი, - აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო მფლობელს, ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან.

„პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად ინსპექტირების ცენტრში ვიზიტის დაგეგმვა შესაძლებელია ვებ-გვერდის www.pti.ge მეშვეობით. აღნიშნულ გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს, აირჩიოს მისთვის სასურველი თარიღი და დრო ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად.

ვიზიტის დაგეგმვის შედეგად მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მიიღებს დასტურს ავტომობილის სანომრე ნიშნის მიხედვით ვიზიტის დაგეგმვის შესახებ, ცენტრის ზუსტ მისამართს (სმარტფონების მფლობელთათვის ნავიგაციის ლინკით) და შეკვეთის უნიკალურ ნომერს.

ავტოსატრანსპორტო მფლობელს, ონლაინ დაჯავშნის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრში ურიგოდ მოემსახურებიან. ვიზიტის დაგეგმვა ასევე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატების გამოყენებითაც.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, 2018 წლის 3 იანვრიდან მოქმედებს ცხელი ხაზი - „1484“ ამოქმედდა. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები მოქალაქეებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში დაეხმარებიან. ცხელ ხაზზე დარეკვა დამატებითი გადასახადის გადახდას არ ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა