პატრიარქის ექიმი - უწმინდესს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმების რჩევით, დაბადების დღესთან დაკავშირებული მიღების მასშტაბი შევზღუდეთ

ექიმებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღესთან დაკავშირებული მიღების მასშტაბის შეზღუდვის რეკომენდაცია მისცეს. ამის შესახებ „ი ნტერპრესნიუსს“ თავად უწმინდესის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პატრიარქი იყო გაციებული, ამ ეტაპზე მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდის, თუმცა პრობლემა ჯერ ბოლომდე მოგვარებული არ არის.

„გაციებული იყო. იყო გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ. ამიტომ რადგან ასეთი ფონი იყო, ინფექციის შესაძლო გადადების გამო, ექიმების რჩევით, ჩვენ ვეცადეთ, რომ შეგვეზღუდა მიღების რაოდენობა და მასშტაბი. ამ წუთში უწმინდესს მიღება აქვს, წიგნის პრეზენტაცია. ანუ კი არ გაუქმდა, არამედ ჩვენ ვეცადეთ, ფართო კონტაქტები წელს ცოტა შეგვეზღუდა გარკვეული მოსაზრებების გამო, ვინაიდან ის შეუძლოდ გრძნობდა თავს“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.

პატრიარქს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა