დიმიტრი ხუნდაძე - პატრიარქმა თავისი ცხოვრებით ახალი ეპოქა შექმნა საქართველოს უახლეს ისტორიაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ულოცავს და აცხადებს, რომ პატრიარქის მოღვაწეობა ერთი დიდი წარმატებული ეპოქაა ქვეყნის ისტორიაში.

დეპუტატი ბოლო პერიოდში საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “უწმინდესმა ისეთი მყარი საძირკველი ჩაასხა, რაც არ უნდა ეცადონ, ქართულ ეკლესიას ვეღარ დაანგრევენ“.

“უწმინდესის მოღვაწეობა საუკეთესო მაგალითია არა მხოლოდ სასულიერო პირებისთვის, არამედ საერო პირებისთვისაც. მან საკუთარი ცხოვრება მხოლოდ ერის სამსახურს მიუძღვნა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური ტვირთიც კი საკუთარ თავზე აიღო, ერი და ბერი უშეცდომოდ ატარა და ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი - რწმენა და ღირებულებები შეგვინარჩუნა.

მინდა მივულოცო ჩვენს პატრიარქს დაბადებიდან 85 წლის იუბილე. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო. მისმა უწმინდესობამ ახალი ეპოქა შექმნა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და მჯერა, ეს ეპოქა არ ჩაქრება. მიუხედავად ბევრი შეტევისა ქართულ ეკლესიაზე, საძირკველი იმდენად მყარია, რომ ამ ტაძარს ვეღარაფერი დაანგრევს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა