გორის მოსახლეობის ნაწილი „სოკარის“ ადგილობრივი ოფისის დირექტორის კაბინეტში შეიჭრა

გორში, „სოკარ ჯორჯია გაზის“ შვილობილი კომპანიის „გორი გაზის“ შენობაში ხმაურია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოქალაქეთა ერთი ნაწილი რამდენიმე წუთის წინ, „გორი გაზის“ ხელმძღვანელის კაბინეტში შეიჭრა. ადგილობრივები ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ.

„გორი გაზის“ დირექტორის, გიორგი გრიგოლაშვილის განცხადებით, იგი მოსახლეობასთან შეხვედრას თავს არ არიდებდა და გეგმავდა, რომ აბონენტების პროტესტსა და კითხვებზე პასუხი მედიის საშუალებით გაეცა, თუმცა კომუნიკაციის ეს ფორმა „გორი გაზთან“ შეკრებილი მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საპროტესტო აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. მოსახლეობის ინფორმაციით, დეკემბერში გაზზე „არარეალურად მაღალი“, თითქმის ორმაგი ოდენობის გადასახადი მიუვიდათ.

თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელი აქციის მონაწილეთა პროტესტს არ იზიარებს და მაღალი გადასახადების საფუძვლად რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, მათ შორის გაზის ტარიფის 0,46-დან 0.57-მდე გაზრდას და ტემპერატურის დაცემას.

„გორი გაზთან“ შეკრებილები გრიგოლაშვილის ყველა ამ არგუმენტს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გაორმაგებულ გადასახადს არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

აქციის მონაწილეებმა ენერგოომბუდსმენსაც მიმართეს. სალომე ვარდიაშვილთან შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხვალისთვის იგეგმება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა