დავით გაბაიძე - ყველა ძნელბედობის ჟამს უწმინდესი და უნეტარესი სამშობლოსა და ხალხის ფარად იდგა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

„დღეს ჩვენი ერის სულიერი მამა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II იუბილარია. ღრმა პატივისცემითა და მოწიწებით ვულოცავ 85 წლის იუბილეს. ქედს ვიხრი იმ დიდი ღვაწლისა და დამსახურებისათვის, რომელიც მიუძღვის საკუთარი ქვეყნისა და ერის წინაშე. ყველა ძნელბედობის ჟამს უწმინდესი და უნეტარესი თავისი სამშობლოსა და ხალხის ფარად იდგა, 40 წლის განმავლობაში მან ღირსეულად ატარა უფლისაგან ბოძებული მძიმე ჯვარი და ქართული ეკლესია არათუ აღაშენა, არამედ დაუბრუნა მას ძველი დიდება. კიდევ დიდხანს არ მოგვკლებოდეს მისი ლოცვა და სიყვარული ჩვენ და სრულიად საქართველოს“, - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მილოცვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა