უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე - სუს-ის მიერ ჩვენთვის ნაჩვენებ ვიდეოში მხოლოდ ახალგაზრდების მაღაზიაში გადაადგილებისა და მობილური ტელეფონების ყიდვის კადრებია ასახული

პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის ობიექტურ და დროულ გამოძიებას ითხოვენ.როგორც "ინტერპრესნიუსს" უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილმა განუცხადა, ის იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ შეხვედრაზე და შეხვედრზე ნაჩვენებ ვიდეომასალაში, მხოლოდ ახალგაზრდების მაღაზიაში გადაადგილებისა და მობილური ტელეფონების ყიდვის კადრებია ასახული. რაც შეეხება აუდიო ფაილს, სადაც, სავარაუდოდ, სხვადასხვა ობიექტების აფეთქებებზე იყოს საუბარი, წუწაშვილის განცხადებით, ფაილიდან ხმა არ ისმოდა, რის გამოც დასკვნის გაკეთება რთულია.

რამდენიმე დღის წინ უხუცესებმა სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს, სადაც მათი ერთ- ერთი მთავარი მოთხოვნა საქმის ობიექტური გამოძიებაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა