ზურაბ პატარაძე საქართველოს პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პატრიარქს 85 წლის იუბილეს ულოცავს. „მინდა მივულოცო უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 85 წლის იუბილე.

ქართველ ხალხს წილად გვხვდა ბედნიერება ვიყოთ მისი უწმინდესობის თანამედროვენი. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქვეყნისა და ერის წინაშე. პატრიარქის წინამძღოლობით 40 წლის მანძილზე მრავალი დაბრკოლება გადავლახეთ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, გაძლიერდა ქართველი ხალხის რწმენა, აშენდა ეკლესია-მონასტრები, შენარჩუნდა უნიკალური ქართული საგალობლები. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გამოირჩევა ჩვენი რეგიონის - აჭარის მიმართ, სადაც თავისი მრავალწლიანი სასულიერო ცხოვრების შვიდი წელი გაატარა. იგი აჭარას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების კერად, განმანათლებლად მოიხსენიებს და ეს ჩვენ განსაკუთრებით გვეამაყება.

ვულოცავ ერის სულიერ მამას ღირშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მშვიდობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ - აღნიშნულია ზურაბ პატარაძის მილოცვაში, რომელსაც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა