ირაკლი სესიაშვილი - სუს-ის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევასთან დაკავშირებულ კითხვებზე და საზოგადოების ინტერესზე პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ გამოძიებამ, რომელიც უკვე დაწყებულია მთავარი პროკურატურის მიერ.

როგორც ირაკლი სესიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სუს-ს მმართველი გუნდისგან სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს ტერორიზმთან ბრძოლის რთულ საქმეში.

„საერთაშორისო ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მის ნებისმიერ გამოვლინებასთან უშეღავათო ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი ფუნქციაა. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩდა და წარმატებით ართმევს თავს ამოცანას, აქვს ჩვენი გუნდის სრული პოლიტიკური მხარდაჭერა. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ როდესაც ასეთ გამოწვევებთან გვაქვს საქმე, ჩვენი ძალოვანი უწყებები მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად გაწერილი უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც ეყრდნობა ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებას და სტანდარტს. ასე იყო მაშინაც, როდესაც ისინი მრავალსაათიანი სპეცოპერაციის დროს ცდილობდნენ ცოცხლად აეყვანათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დისლოცირებული ტერორისტული ჯგუფის წევრები, სადაც სამწუხაროდ, ერთი სპეცრაზმელი დაგვეღუპა და ოთხი დაიჭრა და მაშინაც, როცა აკავებდნენ ამ ჯგუფთან დაკავშირებულ პირებს თბილისსა და ახმეტის რაიონში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი სესიაშვილის ხაზს უსვამს, რომ დღეს სუს-მა გაასაჯაროვა მტკიცებულებები, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ ეს ადამიანები მაღალი ალბათობით და სხვადასხვა ხარისხით, ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ საქმიანობაში და ცხადყოფს იმ საფრთხის მასშტაბებს, რომელიც ქვეყანამ აიცილა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად.

„სამწუხაროა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მძიმედაა დაჭრილი. ექიმები ძალ-ღონეს არ იშურებენ მის გადასარჩენად. ამ ფაქტთან დაკავშირებულ კითხვებზე და საზოგადოების ინტერესზე პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ გამოძიებამ, რომელიც უკვე დაწყებულია მთავარი პროკურატურის მიერ. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია და მასთან ასოცირებული მედია, უნისონში ეწევიან ესოდენ მგრძნობიარე თემებით სპეკულირებას და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შეტევა მიაქვთ უსაფრთხოების სამსახურებზე, რაც ზიანს აყენებს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციის ეფექტურ განხორციელებას. მიუხედავად ასეთი პოლიტიკური თავდასხმებისა, ჩვენ ვრჩებით სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე და ვაგრძელებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ამავე დროს, დანაშაულთან ბრძოლის საქმეშიც ერთგულნი ვრჩებით ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტებისა. საზოგადოებას აქვს უფლება დასვას შეკითხვები, ხოლო ხელისუფლების ინტერესია, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების მშვიდობა და ქვეყნის სტაბილურობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს