„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე პატრიარქს იუბილეს ულოცავს

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ასათიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იუბილეს ულოცავს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დიდი სიყვარულით და პატივისცემით დაბადების 85 წლისთავს ვულოცავ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს, ღვაწლმოსილ მამამთავარს, ჩვენი ქვეყნის მანუგეშებელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდ მეუფე ილია მეორეს. თქვენი თითოეული სიტყვა სიხარულისა და იმედის მომნიჭებელია, თქვენ გვიძღვებით ქრისტესკენ სავალ გზაზე, თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, რომელმაც ერთი დიდი ეპოქა შექმნა. მრავალჟამიერი სიცოცხლე და მტერთა ზედა გამარჯვება მიანიჭე, უფალო, უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დიდსა მეუფეს მამასა ჩვენსა ილიას და დაიცევ იგი მრავალსა წელსა მრავალჟამიერ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა