მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია

დღეს დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, - ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენი მისმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ.

გოგლიჩიძის თქმით, მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, არაერთი სამართლებრივი ნორმა დაირღვა.

მისივე განცხადებით, საქმეს პოლიტიკური ელფერი გასდევს და ეს პოზიცია მან უკვე არაერთხელ დააფიქსირა.

„აშკარად იკითხება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. შეუძლებელი იყო, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, რომ არ ყოფილიყო კანონს მიღმა გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვისზე და რასზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ, ვინაიდან სამოტივაციო ნაწილი მხარეებისთვთის ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება განაჩენის გასაჩივრებას, როგორც სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, მას მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის განაჩენის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა