კონსტანტინე კოსაჩევი - არ შეიძლება თავის მოკატუნება, თითქოს აშშ-ს შეუძლია სხვა ქვეყნებში ანტისამთავრობო აქციების წაქეზება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი როდესაც ამბოხებულებს შესაფერისი დროის დადგომისას დიდ მხარდაჭერას ჰპირდება, ჩემი აზრით, ეს გაერო-ში განსახილველად ისეთივე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც ირანში მიმდინარე მოვლენები, - ამის შესახებ ТАСС-ს რუსეთის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის უფროსმა კონსტანტინე კოსაჩევმა განუცხადა.

მისი თქმით, ის მხარს უჭერს გაერო-ში ირანის წარმომადგენელის პოზიციას, რომელმაც უკვე მიმართა საჩივრით გაერო-ს და აშშ ირანის შიდა საქმეებში „უსირცხვილო ჩარევასა“ და ძალადობისკენ წაქეზებაში დაადანაშაულა.

„ჩემი აზრით, ეს პოზიცია მხარდაჭერას იმსახურებს. არ შეიძლება თავის მოკატუნება, თითქოს შეერთებულ შტატებს ყოველთვის და ყველგან შეუძლია ასეთი განცხადებებით სხვა ქვეყნებში ანტისამთავრობო აქციების წაქეზება“, - განაცხადა კოსაჩევმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა