საჩხერის „ჩიხურა“ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა

საჩხერის საფეხბურთო კლუბი "ჩიხურა" ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. დიმიტრი ტატანაშვილმა და თორნიკე გორგიაშვილმა კონტრაქტი გააფორმა თბილისის "საბურთალოსთან", გიორგი ივანიშვილმა თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა, ხოლო გიორგი კორიფაძე გორის "დილაში" ითამაშებს.

ტატანაშვილი და ივანიშვილი საჩხერის "ჩიხურაში" 2016 წლის პირველი იანვრიდან თამაშობდნენ. ასევე, 2016 წლიდან საჩხერულ კლუბში ირიცხებოდა გორგიაშვილი.

კორიფაძე ყველაზე სტაჟიანია, ის "ჩიხურას" ღირსებას 2014 წლიდან იცავდა. „ჩიხურაში“ აცხადებენ, რომ ფეხბურთელთა როტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და მათ ახალი სპორტსმენებით ჩაანაცვლებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა