ერდოღანი აშშ-ში თურქი ბანკირისთვის გამოტანილ განაჩენზე - თუ ასეთია ამერიკული სამართლიანობა, მაშინ მსოფლიოს საქმე ცუდად ყოფილა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ში თურქი ბანკირის მეჰმეთ ჰაკან ატილას მიმართ გამოტანილი განაჩენი გააკრიტიკა.

„თუ ასეთია ამერიკული სამართლიანობა, მაშინ დიახ, მსოფლიოს საქმე ცუდად ყოფილა. შეერთებულმა შტატებმა უნდა შეცვალოს სამართლებრივი მიდგომა. ასეთი სამართლებრივი მიდგომა არ უნდა არსებობდეს, მაშინ როცა მსოფლიოს ასწავლიან, თუ რა არის სამართლიანობა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათათურქის სახელობის აეროპორტში, საფრანგეთში გამგზავრებამდე ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოთხშაბათს, ნიუ იორკში თურქული ბანკის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ის დამნაშავედ ცნეს შეთქმულებასა და საბანკო თაღლითობაში, თუმცა ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ბრალდება მოუხსნეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა