თეთნულდზე ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი - სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ისე სწრაფად მოახდინეს მაშველებმა რეაგირება

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ისე სწრაფად მოახდინეს ყველაფერზე რეაგირება, - ამის შესახებ ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი საუბრობს, რომელიც თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.

ტურისტი ეპიზოდს იხსენებს და ყვება, რომ მაშველებმა გამოძახებიდან რამდენიმე წუთში შეძლეს რეაგირება და მისი გადარჩენა.

„ბიჭები ძალიან სწრაფად, დაახლოებით 5 წუთში მოვიდნენ. თუ გავითვალისწინებთ მთის სიდიდეს, სადაც მე ვიყავი, ისინი ძალიან ოპერატიულად და პროფესიონალურად მოქმედებდნენ. მე ვიცი, რომ ეს კურორტი ძალიან ახალგაზრდაა - დაახლოებით 3 წლის. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ისე სწრაფად მოახდინეს ყველაფერზე რეაგირება“, - განაცხადა დაშავებულმა ტურისტმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი უცხოელი ტურისტი გუშინ გადაარჩინეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში, კურორტ „თეთნულდზე“ სასრიალოდ ჩამოსული ექსტრემალების ჯგუფი, თვითნებურად გადავიდნენ სათხილამურო გზიდან აკრძალულ ზონაში, რამაც გამოიწვია ზვავის უეცარი მოწყვეტა.

„ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამმა ექსტრემალმა მოახერხა უსაფრთხო ადგილზე გადასვლა, დაშავდა მხოლოდ ერთი. მთაზე მყოფმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს მყისიერი რეაგირება და ტურისტს დამხარება ოპერატიულად გაუწიეს. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დათვალიერება ადგილზე ჩაუტარდა, მას ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, დაზარალებული მესტიის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ მოხდა, ინციდენტის შემდეგ თეთნულდის სამაშველო სამსახურმა, სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში განაგრძო. დილასაც მოხდა სათხილამურო გზებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება. ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო გაუკვალავ თოვლში გაიზარდა ზვავსაშიშროების საფრთხე”, - აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.

„მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მოთხილამურეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, დაემორჩილონ სათხილამურო კურორტებზე ადმინისტრაციის წესებს და სათხილამურო გზებზე არსებულ მარკირებულ ნიშნებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა