საფრანგეთში ქარიშხალ „ელეანორს“ სამი ადამიანი ემსხვერპლა, 26 დაშავდა, ხოლო ერთი დაკარგულად ითვლება

საფრანგეთში 3 იანვარს, ქარიშხალ „ელეანორს“ სულ ცოტა სამი ადამიანი ემსხვერპლა, 26 დაშავებულია, ხოლო ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულმა გამოცემა Agence France Presse გაავრცელა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს საფრანგეთის 25 ოლქში ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი. ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ დასავლეთის 18 ოლქში კი მოსალოდნელი წყალდიდობების გამო მეტეოროლოგიური საფრთხის ბოლოსწინა საფეხურია გამოცხადებული.

დღეს ალპებში სინოპტიკოსები ზვავის ჩამოწოლას ვარაუდობენ. ზამთრის კურორტებისკენ მიმავალი გზების დიდი ნაწილი კი დაკეტილია. ბოლო სამი თვის განმავლობაში „ელეანორი“ საფრანგეთში დაფიქსირებული უკვე მეოთხე ქარიშხალია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა