არჩილ თალაკვაძე - სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო დროული, ამით მოხერხდა საფრთხის განეიტრალება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა

კიდევ ერთხელ აშკარად დადასტურდა, რომ სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო დროული, ამით მოხერხდა საფრთხის განეიტრალება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებული ვიდეოკადრებისა და ნდობის ჯგუფის ფარგლებში სუს-ის ხელმძღვანელის დაბარების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ვახტანგ გომელაური უკვე იყო პარლამენტში და მან ნდობის ჯგუფს სრული ინფორმაცია მიაწოდა.

"შევახსენებ საზოგადოებას, რომ ნდობის ჯგუფში არის ოპოზიციის წარმომადგენელიც. რაც შეეხება ამ სპეცოპერაციას, მე შეგახსენებთ კონკრეტულ გარემოებას. როდესაც ტერორისტებმა მოკლეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელი, ოპოზიციის სწორედ ამ ნაწილმა ეს დააბრალა ხელისუფლებას. ახლა, როდესაც ჩატარდა სპეცოპერაცია და დაიჭრა ტერორისტებთან სავარაუდო პირდაპირ კავშირში მყოფი ადამიანი და ამის მტკიცებულება გასაჯაროვდა გუშინ, ოპოზიციის ეს ნაწილი ბრალდებას უყენებს ისევ სახელმწიფოს. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის და "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეროვნული ინტერესები, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესი სულ ერთია და ისინი მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებში, ვიწროპარტიულ დღის წესრიგში ცვლიან იმ ღირებულებას, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში ადამიანის და საზოგადოების უსაფრთხოება" ,- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით გაართვა თავი სპეცოპერაციას და მოახერხა ორივე ამოცანის შესრულება - ეს იყო პრევენცია და ეს იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა და იმ საფრთხის განეიტრალება, რასაც ტერორისტული თავდასხმა ჰქვია.

"დღეს უკვე, როდესაც შემდგომი გამოძიებით გამოჩნდა სამალავები, ის საშუალებები, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ დამალული, გაიშიფრა მათი კომუნიკაცია ტელეფონებში და კომპიუტერის საშუალებით, კიდევ ერთხელ აშკარად დადასტურდა, რომ სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია იყო დროული და ამით მოხერხდა საფრთხის განეიტრალება და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. ტერორიზმთან მიმართებაში ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობა მომავალშიც ვიქნებით უკომპრომისო და, რა თქმა უნდა, პარლამენტი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა