საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის ასოცირებული წევრი გახდება

საქართველო ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის (CERN) ასოცირებული წევრი გახდება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშთან ერთად პარლამენტში ცერნის (CERN) ბირთვული კვლევების ცენტრში მოღვაწე ქართველ მეცნიერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, დღეისთვის ცერნში 22 წევრი და 4 ასოცირებული წევრი სახელმწიფოა გაწევრიანებული.

„სამწუხაროდ, უმეტესობა ჩვენი მეცნიერებისა, რომლებიც მუდმივად ძალიან წარმატებით მოღვაწეობენ ცერნში, არ არიან საქართველოს სახელით წარმოდგენილები და საქართველოს ასოცირებული წევრობა მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველო უფრო წარმოჩინდეს, როგორც ასოცირებული წევრი სახელმწიფო და ასევე გაფართოვდეს როგორც სამეცნიერო, ასევე კვლევითი ერთობლივი პროექტების პერსპექტივები. საუბარია თებერვლის შუა რიცხვებში მინისტრთან ერთად ცერნში ერთობლივ ვიზიტზე, სადაც ჩვენ შევხვდებით ბირთვული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ პირებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ 2018 წელს ჩვენ დავასრულებთ საქართველოს ასოცირებული წევრობის სტატუსის მიღების პროცედურებს. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა როგორც სტუდენტებისთვის და, რა თქმა უნდა, ქართველი მეცნიერებისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა